რეზონანსი
21.06.2025

გონიოში ავარიის დროს დაღუპული მეგი ჯაიანის და ემოციურ მიმართვას ავრცელებს:

„7 დღე გასულა უკვე უშენოდ ჩემო სიყვარულო, ამ შვიდ დღეში ისეთ განადგურებულ ადამიანად ვიქეცი, რომ ჯერ კიდევ მიჭირს ამ ყველაფრის გაანალიზება...

ვეღარაფერს ვგრძნობ მეგი, ვეღარაფერს, გარდა შენი სიახლოვისა... მენატრები იცი როგორ მენატრები? ცხოვრებამ ფერი დაკარგა, და ჩემს გულში სიცარიელემ დაიმკვიდრა ადგილი... არ მინდოდა ასე გამოსულიყო ყველაფერი დაო... ჯერ რამდენი რამ გველოდა წინ, ახალი თავგადასავლები ერთად. შენ ხომ ცხოვრებას ახლა იწყებდი ჩემო სიცოცხლევ...

შენს ფოტოებს და ვიდეოებს ვუყურებ, ღიმილს და ტირილს ვერ ვიკავებ დაო, მჭირდები, ჩემს გვერდით მჭირდები...

თუმცა მაინც ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდით ხარ, მიცავ და სწორ გზაზე დამაყენებ ჩემო მფარველო ანგელოზო არ იმსახურებდი ამ ყოველივეს. მუდამ კარგს აკეთებდი სხვებისთვის, ყველა გიყვარდა და ყველას უყვარდი, მაგრამ დედიკო და მამიკო ასე როგორ დატოვე. მე და ნაზი როგორ დაგვტოვე ჩემო სულო და გულო... სულ მეკითხებოდი "რა ნიშნები გყვება?" სულ გაინტერესებდა. კარგი ნიშნები გამომყვა დაო, მაგრამ შენ ვერ ნახავ... მიყვარხარ და მენატრები უზომოდ ჩემო ანგელოზო, გპირდები შენთვის გავაკეთებ ყველაფერს, შეუძლებელსაც კი შევძლებ და გავაკეთებ! მშვიდად იძინე ჩემო სიყვარულო...“ - წერს დაღუპული გოგონას და. 

შეგახსენებთ, რომ გონიოში მომხდარ ავარიას 3 გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×