რეზონანსი
20.06.2025

საბერძნეთში, ათენში ქართველი ემიგრანტი ნანული მაჭავარიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. 

„გარდაცვლილი ნახეს აბაზანაში წაქცეული, გაჟონვა მოსვლია საცოდავს...

თბილო, კეთილო, უბოროტო, როგორ გვატკინე გული, როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე, რამდენი ტკივილი, მონატრება, ჯავრი წაიყოლე… 

რა ეშველება შენს შვილს უშენოდ, ისიც ხომ ათენში გყავდა, ორივე ემიგრანტი იყავით… რატომ მოტეხე ფრთები ხათოს, ასე ნაადრევად…

ღმერთო, მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით“, – წერს სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×