
მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს რომ, გოგონა გერმანიის აეროპორტიდან საქართველოში ფსიქოტროპული წამლის წამოღებას სთხოვდა მგზავრებს, რაც სახიფათოა. იგი ყველას აფრთხილებს, რომ მსგავსი შემთხვევები გახშირდა.
„გაფრთხილება!!!
ორი დღის წინ ჰამბურგის აეროპორტში რეგისტრაციისას ახალგაზრდა გოგო დადიოდა და ყველას გვეკითხებოდა, ხომ ვერ შევძლებდით წამლის წაღებას საქართველოში, ვითომ „სასწრაფოდ” სჭირდებოდა. ჩემთანაც მოვიდა, წამალს დავხედე და ფსიქოტროპული პრეპარატი ეჭირა, თან რაღაც ფურცელიც ახლდა თითქოს რეცეპტად.
ასეთი წამლის შეტანა საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ის თქვენმა ექიმმა გამოგიწერათ, თქვენს სახელზე.
და რაც მთავარია, ეს პრეპარატი საძილე მოქმედების მქონე ფსიქოტროპული საშუალება იყო, არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს „სასწრაფო” მედიკამენტად, როგორიც არის, მაგალითად, დიაბეტის, გულის ან ინსულტის წამლები.
საბოლოოდ, ერთმა ბიჭმა მაინც გამოართვა ეს წამალი. გოგომ ფოტოც გადაუღო.
თუ ახლა ამ პოსტს კითხულობ, იმედი მაქვს, მშვიდობით ჩახვედი საქართველოში.
გთხოვთ, არ გამოართვათ არავის მსგავსი რამ, რაც არ უნდა შეგეცოდოთ და გულთან ახლოს მიიტანოთ მისი მდგომარეობა, არ გარისკოთ. მსგავსი წამლით ქვეყანაში შესვლას შესაძლოა, ძალიან სერიოზული სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს. თუნდაც ციტრამონი იყოს, ვერ გაიგებთ თქვენ შიგნით რა დევს. თან ეს გოგო ისე ასაღებდა თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ყოფილიყო და ამ დროს ბიჭს დრაგი გაატანა. იქვე მდგომმა მგზავრებმა თქვეს, რომ მსგავსი შემთხვევები მომრავლდა. ასე რომ, გაუფრთხილდით თავს,“ – დაწერა სოციალურ ქსელში მოქალაქემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე