
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა თბილისში დატრიალებულ დიდ ტრაგედიაზე წერს:
„უკვე იცით, რომ მტკვარში გადავარდნილი მანქანაც და ორი ახალგაზრდის ცხედარიც იპოვეს. მანქანაში მძღოლის ჩათვლით, სამი ადამიანი იჯდა. ისინი ზუგდიდელები, მეგობრები იყვნენ.
მდინარეში გადავარდნისთანავე მანქანის კარები დაიბლოკა, საქარე მინის შიგნიდან ფეხებით ჩამსხვრევა მხოლოდ ერთმა მოახერხა, მაგრამ მეგობრებს არ ტოვებდა, რომლებიც სალონში ჩაჭედილები იყვნენ, თან ხმამაღლა ყვიროდა და მაშველს უხმობდა.
ბოლო მომენტში, როცა სალონი წყლით ივსებოდა, ორმა ჩარჩენილმა მეგობარმა თითქმის გააგდო სალონიდან მესამე სიტყვებით: „ჩვენ თუ ვერა, შენ მაინც გადარჩი!” და წყლის ზედაპირისკენ უბიძგეს მას…
25 წლის უტას მეუღლე და ორი პატარა შვილი დარჩა, მეორე დაღუპული, გიორგი 24 წლის იყო… ნათელში იყავით, ბიჭებო…
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ჩემს მშობლიურ ქალაქს ამ დიდ ტრაგედიას. აქვე სამძიმარს ვუცხადებ 45 დღის წინ დაკარგული სტუდენტი გოგოს, აითაჯ მამედოვას ოჯახსა და ახლობლებს: გოგოს ცხედარი ამ მანქანის ძებნისას შემთხვევით იპოვეს…“ – დაწერა ლაშა ბერულავამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე