
ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ გადაცემაში "ავტოგრაფი" მოჰყვა ისტორია მამაზე, თუ როგორ ხვდებოდა მუდმივად, მამის საფლავზე დანთებული სანთელი;
ზაზა აბაშიძე: „დიდუბეში, მამას საფლავზე მისულს ხშირად მხვდება დანთებული სანთელი; ვერასდროს შევესწარი, ვინ ანთებს; ერთხელ ვკითხე მესაფლავეებს, ხომ არ იცით, ვინ მოდის, ან ჰკითხეთ, ვინ არის-მეთქი? ვიღაც მამაკაცი მოდის და მასთან ერთად ზოგჯერ ქალბატნიცო.
გაირკვა: ამ მამაკაცს დაუნახავს დოდო ზის რესტორანში და მეგობრებთან ერთად ქეიფობს; რომ წამოიშალნენ და გარეთ გავიდნენ და ეს კაცი გაედევნა დოდოს და უთხრა, ეგებ დამეხმაროთ, ამდენი ხანია ბინის რიგში ვარ, ექვსი შვილი მყავს, ვაგონში ვცხოვრობ, ეგებ ხმა შემაწიოთო; ვისთან შეგაწიოთ ხმაო, უკითხავს დოდოს; წამოდი გურამ გაბუნიასთან მივიდეთო; მივიდნენ; რა ხდებაო, უკითხავს ბატონ გურამს; ნახე, რა ბიჭია, ექვსი შვილი ჰყავს, ორი გოგო, ოთხი ბიჭი და აუხსნა სიტუაცია.
იმ წუთში გადაუწყვეტია ეს პრობლემა ბატონ გურამ გაბუნიას; მიიღეს ბინა და მისულან დოდოსთან და ჰკითხეს, მადლობა რითი გადაგიხადოთო? მამას უპასუხია: რომ მოვკვდები, მოდი ჩემს საფლავზე და სანთელი დამინთეო; ასე დადიან და ამდენი ხნის განმავლობაში უნთებენ სანთელს...“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე