
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ავტომობილი, რომლის საჭესთან არასრულწლოვანი იჯდა დიდი სიჩქარით მოძრაობდა და ცხენიწყლის ხიდიდან გადავარდა. 2 მძიმედ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
ცნობილი ხდება ერთ-ერთი დაღუპული არასრულწლოვანის ვინაობა. ის ფეხბურთელი ბექა წვერავაა.
„ბექა წვერავა, 2010 - ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ადგილზე ემსხვერპლა, მათ შორის, ქუთაისის ტორპედოს აკადემიის 15 წლის ფეხბურთელი, ბექა წვერავა, რომელმაც ბოლო მატჩი 4 დღის წინ ჩაატარა...
ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ და ამ უმძიმეს დროს, ვუსურვებთ გამძლეობას,“ - ავრცელებს “90 წუთი/90 min“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე