
"მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მუსიკალურ ქვეყანას რეებს აჯღავლებთ" - რას წერს ნიკა გვარამია "ევროვიზიისთვის" შერჩეულ სიმღერაზე?
სიმღერა "Freedom" ("თავისუფლება") ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც მარიამ შენგელია "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით წარადგენს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია სიმღერასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
"ევროვიზიას" ვადევნებ ხოლმე თვალს. საქართველო რომ სრულ კატასტროფაშია ბოლო ათეული წელია, ყველამ ვიცით. წელს წინა წლების ფონზეც კი გამორჩეული საშინელებაა. "პირველი არხი" ერჩით საქართველოს თუ რა გინდათ?!! მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მუსიკალურ ქვეყანას რეებს აჯღავლებთ ყველაზე დიდ მუსიკალურ ფორუმზე (კარგია-ცუდია "ევროვიზია", მეორეხარისხოვანია)?! მტრები ხართ ქვეყნის თუ რა გინდათ?!" - წერს ნიკა გვარამია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე