
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, ანა ქართლელიშვილი რამდენიმე თვის წინ, კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევისას მძიმედ დაშავდა
ავარიას კოალიციის კიდევ ერთი წევრი ელენე მეგრელიშვილი ემსხვერპლა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მას შემდეგ ანა ქართლელიშვილი რეაბილიტაციას გადის. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ მისი მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა.
"ამ წამს ველაპარაკე ანა ქართლელიშვილს,. სასწაულებრივად გამოძვრა, ლაპარაკობს და პოლიტიკაზეც ვიჭორავეთ. წინ დიდი გზა აქვს, მაგრამ უკვე დიდი სასწაულია", - წერს გიორგი ბუტიკაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე