რეზონანსი
06.02.2025

"მოდი ნურაფრის ნუ გეშინია, ნურაფრის ნუ გერიდება" - ბათუმში დაკარგული ბიჭის მამა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგული ბიჭის მამა მიმართვას ავრცელებს. 

"ალექსანდრე მამი სად ხარ აქამდე ბიჭო, მოდი. ნურაფრის ნუ გეშინია, ნურაფრის ნუ გერიდება. ხმის ამომღები არ ვარ. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. როგორც შენ გაგიხარდება ისე იყავი მამი. მოდი გეხვეწები, გემუდარები. მთელი ქვეყანა ლოცულობს შენთვის. თუ ვინმე გეხმარება იმის სახელსაც არ ვახსენებ...“, - ამბობს დაკარგული ბიჭის მამა მიმართვაში. 

ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ.

ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×