49 წლის ნინო ხოჭოლავა, რომელიც შვილი სასტიკად მოკლად, დაკრძალეს. უმძიმესი დანაშაული რამდენიმე დღის წინ თბილისში, საბურთალოზე მოხდა. შვილმა დედას დანით 40-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, ამის შემდეგ ვიდეომიმართვა ჩაწერა, სოციალური ქსელით გაავრცელა და თვითონაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ჯერჯერობით უცნობია რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. არც მოკლული ქალის მეგობრები საუბრობენ ჟურნალისტებთან მკვლელობის მიზეზებზე. ისინი პირად საუბრებში ამბობენ, რომ ნინო თავის პრობლემებს გულში იკლავდა და ამაზე მათთან არ საუბრობდა, თუმცა წყარო გვეუბნება, რომ ახალგაზრდა ბიჭს სერიოზული ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.
"მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. ემუქრებოდა ყველას. როგორც ვიცი იმ ბიჭსაც, ვინც უყვარდა და ვისზეც საუბრობს იმ ვიდეოში. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ნარკოტიკებმა. ძირითადად კლუბებში დადიოდა, კლუბურმა ნარკოტიკებმა ფსიქიკური აშლილობა განუვითარა. იწვა კლინიკაშიც, მაგრამ მკურნალობა არ მიიყვანა ბოლომდე. ვიდეოში რომ ასახელებს ბიჭს, რომ ის უყვარდა. იმ ბიჭსაც ემუქრებოდა ბოლოს, დასდევდა. მან თურმე ამის გამო უჩივლა პოლიციაში. აწიოკებული ჰყავდა სხვებიც, ეშინოდათ მისი.
დედამისი ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილს დახმარებოდა, მაგრამ არ დაუჯერა და არ იმკურნალა. ბოლო დროს მოლანდებები ჰქონდა, ცალკე ცხოვრობდა ნაქირავებში. წარმოსახვები ჰქონდა, რაღაცებს იგონებდა, ელანდებოდა და თვითონ თხზავდა. პოლიციაში შესული იყო მის მუქარაზე სხვების საჩივრებიც, როგორც ვიცი. დედა ყველაფერს აკეთებდა რომ როგორმე გამოეყვანა ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ვერ შეძლო.
დედის სადისტური მკვლელობის შემდეგ ჩაუწერია ვიდეო, მერე წასულა ნაქირავებ ბინაში და იქიდან გადმოხტა, ასე დაასრულა სიცოცხლე. ბოლო ერთი წელი იქნება რაც გაუმწვავდა ფსიქიკური მდგომარეობა" - უთხრა "კვირის პალიტრას" ბიჭის მეგობარმა.
კვირის პალიტრა
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე