ავარიის შედეგად დაშავებულ დებს საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ. ინფორმაციას ოჯახი და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ცნობილია, რომ შემთხვევა გასულ თვეში ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახათ, გზაზე გადადიოდნენ. მაშინ თვითმხილველები ამბობდნენ, რომ "ბავშვები ექსკურსიის მარშუტკიდან ჩამოვიდნენ, გზაზე გადასვლას, რომ ცდილობდნენ, მანქანა მაშინ დაეჯახათ".
"გახსოვთ ორ ბავშვს რომ ავტომობილი დაეჯახა? ის ბავშვები არიან დასახმარებლები. ყველას გთხოვთ გვერდში დაგვიდგეთ, თუნდაც 1₾ ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია. არასდროს ასე საჯაროდ არ მომიმართავს დახმარებისთვის, მეგობრებო, ნათესავებო, სრულიად საქართველო, თქვენი დახმარება და თანადგომა სჭირდებათ ულამაზეს დებს, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის!
მათ ავტომანქანის შეჯახების შედეგად მიიღეს თავის ქალის მძიმე დაზიანება. გოგონების მდგომარეობა, კრიტიკულად მძიმეა, ისინი კვლავ რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე… რეაბილიტაციისთვის სჭირდებათ საზღვარგარეთ საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მკურნალობა.. თითოეული თქვენგანის, ჩვენგანის 1 (ერთი) ლარიც მნიშვნელოვანია, გოგონების სიცოცხლის გადასარჩენად…" - წერია ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიმღები: სოფიო ხარშილაძე (დედა)
GE18BG0000000553349014 - (საქართველოს ბანკი);
GE64TB7513745068100047 - (თიბისი ბანკი).
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე