რეზონანსი
12.10.2024

რუსთავში ერთ-ერთ მაღაზიაში შეძენილ პროდუქტში გოგომ თაგვის თავი იპოვა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" იზაბელა ჩალიგავამ განუცხადა, მე-17 მიკრორაიონში მაღაზიათა ქსელ "გვირილაში" ე.წ. სუხარიკები იყიდა. ჭამის დროს კი აღმოაჩინა, რომ შეფუთვაში თაგვის თავი ეგდო.

"ზოგადად არ ვყიდულობ ხოლმე ასეთ რაღაცებს, თუმცა იმ დღეს აქვე ჩვენთან ახლოს "გვირილას" მაღაზიაში შევიძინე სუხარიკები. თავიდან ჩვეულებრივად ვჭამდი, შუაში რომ მივედი იყო თაგვის თავი, რომ ამოვიღე შოკი მქონდა, ვერ წარმოვიდგენდი ასეთ რამეს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდი. მოვიწამლე, რა თქმა უნდა, საავადმყოფოში ვიყავი, გადასხმები გავიკეთე. ჩავუტანე მაღაზიაში, მენეჯერიც შოკში იყო, მითხრეს, რომ ჩვენ დავუკავშირდებითო, თუმცა იმის შემდეგ აღარაფერი არ გამიგია მათგან", - განუცხადა იზაბელა ჩალიგავამ "ინფო რუსთავს".

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა მაღაზიათა ქსელ "გვირილასაც", სადაც განაცხადეს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ.

"შეფუთვაში შიგნით რა არის პასუხს ვერ ვაგებთ, მაგრამ მთლიანად პარტიას მოვახსნევინებთ და შესაბამის პასუხსაც მოვთხოვთ კომპანიას. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მაღალი სტანდარტი დავდოთ. გვყავს ხარისხის მენეჯერი, რომელსაც ჩავაყენებთ საქმის კურსში. გავუშვებთ იმ კომპანიაში, სადაც ეს მოხდა და ვთხოვთ, რომ შეამოწმოს",- განაცხადეს "გვირილაში".

რაც შეეხება კომპანია "თეისთი სნექსს", რომელსაც აღნიშნული პროდუქცია საქართველოში შემოაქვს, თუმცა მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×