რეზონანსი
03.08.2024

ტედი რინერმა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, კომენტარი გააკეთა მეოთხედფინალურ შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, ქართველმა სპორტსმენმა გურამ თუშიშვილმა და მან, ტატამზე ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს.

„საქართველოს ძიუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია“ - თქვა ტედი რინერმა.

ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის შეკამათება ფრანგი სპორტსმენის ჟესტს მოჰყვა. მომხდარის გამო, თუშიშვილი შეჯიბრს დისკვალიფიკაციით გამოეთიშა და მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

ამასთან, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, თუშიშვილს ძიუდოს ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×