რეზონანსი
03.08.2024

იტალიაში, ავარიით დაღუპული ახალგაზრდა ქალი ლია შალამბერიძეა. არსებული ინფორმაციით, ის საქართველოში დასაბრუნებლად აეროპორტში მიდიოდა, რა დროსაც ტრაგედია მოხდა.

„მაკა შალამბერიძე - ორი შვილის დედა, რომელსაც 4 წელი არ ჰყავდა ნანახი შვილები, საქართველოში მიიჩქაროდა და მაგ დროს მოხდა ეს საშინელი ავარია... დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრანტებს“, - წერს ერთ-ერთი ემიგრანტი.

პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა: ერთ-ერთში ქართველები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორეში 27 წლის კაცი, რომელიც წარმოშობით მატერადან იყო. დაღუპულები არიან 37 და 27 წლის კაცები და 34 წლის ლია შალამბერიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×