რეზონანსი
24.02.2024

24.02.2024 - სარკისებური თარიღია. ნუმეროლოგების თქმით, სარკისებური თარიღი ძალიან ძლიერ ენერგიას ატარებს და შეუძლია, ადამიანებს წინსვლისა და წარმატებებისკენ რეალურად უბიძგოს. მით უმეტეს, აღნიშნული დღე სავსემთვარეობას ემთხვევა და გავლენა კიდევ უფრო ძლიერი იქნება. არსებობს სხვადასხვა რიტუალი, რომლებსაც შეგიძლიათ, 24 თებერვალს მიმართოთ იმისათვის, რომ კეთილდღეობასა და წარმატებას მიაღწიოთ:

სარკისებური თარიღის დროს მნიშვნელოვანია, წესრიგსა და სისუფთავეს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. სახლის დასუფთავებისას, გარკვეული ენერგეტიკული ცენტრები უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, საფუძვლიანად დაასუფთავეთ წინა კარის მიმდებარე ტერიტორია. ამ გზით სამყაროს გაუგზავნით შეტყობინებას, რომ გსურთ თქვენს სახლში სიუხვე, სიმყუდროვე და კეთილდღეობა შემოვიდეს.

აბაზანის, იატაკისა და ფანჯრების გაწმენდა, კარადების და უჯრების გასუფთავება, რეორგანიზაცია შესანიშნავი გზაა ამ დღის ენერგიის გამოსაყენებლად. ასე გექნებათ შანსი, რომ თქვენს ცხოვრებაში დადებითი ემოციები, გულწრფელი და სუფთა კავშირები და კეთილდღეობა მოიზიდოთ.

თქვენს დღიურში, რვეულში, ან უბრალოდ ფურცელზე მოკლედ ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, ბედნიერებაში ხელს გიშლით და გსურთ, რომ თქვენი ცხოვრებიდან გაუშვათ. ფურცელი რამდენჯერმე გადაკეცეთ, ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ, ცეცხლი მოუკიდეთ და დააკვირდით, როგორ იწვება. პარალელურად, გონებაში წარმოიდგინეთ, რომ თავისუფლდებით ყველაფრისგან, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ. ფერფლი კი გადაყარეთ. აღნიშნული რიტუალი დაგეხმარებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები მოიზიდოთ და ძველ, ტოქსიკურ ურთიერთობებზე უარი საბოლოოდ თქვათ.

24 თებერვალს ასევე სავსე მთვარეცაა. სავსე მთვარე, ზოგადად, ტრანსფორმაციასთან, ძველის დასრულებასა და განახლებასთან ასოცირდება. ამიტომაც, ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი საფუძვლიანად მოაწესრიგოთ და დაემშვიდობოთ იმას, რაც მოძველებული და არასაჭიროა, რაც ბედნიერებაში ხელს გიშლით და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გაბრკოლებთ. ეს ეხება სახლში არსებულ ძველ ნივთებს, ტანსაცმელს, ასევე, არასაჭირო კონტაქტების წაშლას, ტოქსიკური ადამიანებისაგან საბოლოოდ გათავისუფლებას. 24 თებერვლის სავსე მთვარე გაიძულებთ, სხვადასხვა მოვლენას განახლებული თვალით შეხედოთ, საკუთარ ემოციებს კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდეთ და დაფიქრდეთ იმაზეც, თუ რა გიშლით ხელს ბედნიერებაში.

იმავდროულად, სახლის, გარემოს საფუძვლიანად დასუფთავებისა და ზედმეტი ნივთების მოშორებითა და მოძველებულ ურთიერთობებზე უარის თქმით, ცხოვრებაში კარს სიახლეებსა და კეთილდღეობას გაუღებთ.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მთვარე ადამიანის ემოციებსა და გრძნობებზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც შესაძლოა, ამ დღეს მომატებული შფოთვა ვიგრძნოთ. ამავდროულად, დიდი შანსია, რომ ემოციების გაკონტროლება გაგვიჭირდეს. ყველაფერი, რაც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვდა, ახლა შესაძლოა, გაორმაგებული ენერგიით გამოვხატოთ. ამიტომაც, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ეს დღეს მშვიდად გავატაროთ და კონფლიქტურ სიტუაციაში არ ჩავერთოთ. რადგანაც, 24 თებერვლის სავსე მთვარეს "შავ მთვარესაც" უწოდებენ. მას შეუძლია, ჩვენი სულის ყველაზე ბნელი მხარე, არაცნობიერი გამოკვეთოს და წინა პლანზე გამდოიტანს. არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები. ამან შესაძლოა, განსაკუთრებით დაგაზიანოთ და მომდევნო დღეებში შედეგით უკმაყოფილო დარჩეთ.

ქალწულის ნიშანში სავსე მთვარე ბევრი მოვლენის გადაფასების შესაძლებლობას მოგცემთ:

პირველ რიგში, დაგაფიქრებთ იმაზე, რომ საკუთარ თავს დაშვებული შეცდომები უნდა აპატიოთ და მიღებული გამოცდილება საინტერესო გაკვეთილად გარდაქმნათ. თუ გსურთ, რომ ამ დღეს წარმატება მოიზიდოთ, თქვენს თავს უფრო ლმობიერად მოექეცით. აღიარეთ ყველა მიღწევა და იმედგაცრუებები გაკვეთილად გამოიყენეთ.

მეორე, რასაც ქალწული თქვენგან მოელის, კონტროლის დათმობაა. მიუხედავად იმისა, რომ ქალწული ცნობილია, როგორც ჰიპერ-პასუხისმგებლიანი ნიშანი, ის არასდროს აკონტროლებს ყველაფერს ან ყველას. ამ პერიოდში ბავშვებისთვის უფრო მეტი თავისუფლების მინიჭება მნიშვნელოვანია. ნუ მოახდენთ მათზე ზეწოლას, თუ ისინი თქვენთვის სასურველ ტანსაცმელს არ იცვამენ, ან არ მიირთმევენ იმას, რაც გაამზადეთ. რაც მთავარია, მიეცი საკუთარ თავს თავისუფლება. ქალწულს სურს, ყველამ გაიგოს, რომ ცხოვრების ჯადოსნურობა მოულოდნელობებშია და შეუძლებელია, ყოველთვის ყველაფერი გავაკონტროლოთ, წამის მეასედებში გამოვთვალოთ და დავგეგმოთ.

მესამე - იზრუნეთ საკუთარ თავზე. ქალწულები საკუთარი სხეულის, ჯანმრთელობის, კვების, გარეგნობის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეები არიან და ამ მიმართულებით უყურადღებობა არ უყვართ. ამიტომაც, თუ გსურთ, რომ მისგან კეთილგანწყობა მოიპოვოთ, ამ დღეს საკუთარ თავზე ზრუნვა აუცულებლად გამოხატეთ.

ქალწული ძალიან მეოჯახე და მგრძნობიარე ნიშანია, ამიტომაც დიდი დრო თქვენს შვილებსა და საყვარელ ადამიანებს დაუთმეთ.

mshoblebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×