რეზონანსი
20.02.2024

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გარდაცვლილი დედის მძიმე დაავადებაზე ისაუბრა. მშობლის დიაგნოზმა ონკოლოგის პროფესია განსაზღვრა.

„სულ ვცდილობ სიზმარი დავიჭირო და  ყოველთვის ვცდილობ, რომ დიდხანს მეძინოს, იქნებ, სიზმარში ვნახო და აღარ გავუშვა. სულ მახსენდება სიმღერა „წვიმად გადავიქეცი“ და ყოველთვის ვუსმენ, როცა მენატრება. დედას არ ჰქონდა საშუალება სრულფასოვნად ემკურნალა, რაც თავი მახსოვს სულ ახველებდა. ყოველდღე ვამჩნევდი რომ უფრო და უფრო უარესდებოდა მისი მდგომარეობა. 

არარეალური იყო რომ სოფელში წარმატებას მიმეღწია, არ გვქონდა არც წიგნები და არც ინტერნეტი. ექიმმა ერთ დღეს ცუდი პასუხები უთხრა, მე წყალზე გამიშვა და რომ დავბრუნდი არ მითხრა. როცა წყალი მივუტანე ვუთხარი, რომ მე ექიმი გავხდებოდი და ვუმკურნალებდი“, - განაცხადა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ღოღობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×