რეზონანსი
30.11.2023

ექსპერტი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და წერს:

„ჩემს Facebook-„ბაბლში" არა და ზოგადად, ხალხნო რა გჭირთ??? ვიღაც ქალმა 500 ლარი მისცა საწყალ ბიჭს (დაუზუსტებელია დადგმული იყო თუ არა), ანრი ჯოხაძემ საქველმოქმედო კონცერტი გამართა, მანამდე ალ ბანოს მომწვევებმაც იგივე გააკეთეს.

რა, სიკეთის გეშინიათ ვითომ "კაი ტიპებო"? ამგვარი დამოკიდებულებით, ფლიდი ახლობლების მოწონებას იმსახურებთ, საზოგადოებრივ დაფასებას კი ვერასდროს. გააკეთე დაფარული თუ განიუსებული სიკეთე და უფალი ათასმაგად მოგიზღავს!

არ გინდა დაფიქსირდე? უამრავი ფონდია საბანკო რეკვიზიტებითურთ, სადაც ჩარიცხავ.

ხალხნო, სიკეთე ვაკეთოთ ვიღაცეების მუჯლუგუნის გარეშე!",- წერს აბაშიძე.

წყარო: "tia.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×