რეზონანსი
27.11.2023

„მეგობრებო, ჩემო გულიანო მეგობრებო, ბოდიშს გიხდით ყველას, იმის გამო, რომ პასუხს ვერ გიბრუნებთ პირადში,“ – ამის შესახებ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის მონაწილე,  ფილმ „გაღმა ნაპირის“ მთავარი როლის შემსრულებელი თედო ბექაური სოციალურ ქსელში წერს.

„უზომოდ ბევრი შეტყობინება მოდის, რასაც ფიზიკურად, ვერც ვკითხულობ და ვერც ვპასუხობ. ძალიან გთხოვთ არ მიწყინოთ...

ამასთანავე გეტყვით, რომ ძალიან რთული 2 თვე მაქვს წინ და ძალიან მეხმარება და დამეხმარება თქვენი თანადგომა. ძალიან დიდი მადლობა, უკლებლივ ყველას, ასმაგად გადამეხადოს ეს თქვენი გვერდში დგომა. მიყვარხართ ყველა.

მაქსიმალურად ვეცდები, გავამართლო თქვენი მოლოდინი,“- წერს ბექაური.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×