რეზონანსი
30.06.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელ ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. მოერიდეთ სახლში და სამსახურში მძიმე და შრომატევადი სამუშაოს შესრულებას. დღის ბოლოს მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება გელით. ფრთხილად იყავით, რომ სიტუაცია უკონტროლო არ გახდეს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ თქვენს ჯანმრთელობაზე და მიმდინარე საქმეებზე მშვიდად იზრუნოთ.

კურო

ამ დღეს მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. მოერიდეთ რისკს და მძიმე ფიზიკურ სამუშაოს. სასურველია, რომ საქმიანი მოლაპარაკებები რამდენიმე დღით გადადოთ.

ტყუპები

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რომ დიდი შეცდომა არ დაუშვათ. ზოგად დეპრესიას და ნერვიულობას თუ არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არაა. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგიერთ ნაცნობთან დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ. გაუთვალისწინებელ შემთხვევას შესაძლოა, სახლში სერიოზული კონფლიქტი მოჰყვეს

კირჩხიბი

მიმდინარე საქმეებში სერიოზული ცვლილებები გელით. თუ იზარმაცებთ, ფინანსურ სირთულეებს თავიდან ვერ აიცილებთ. ამ დღეს ძველი პრობლემების მოგვარების საინტერესო და ოპტიმალურ გზებს იპოვით. ძველი მეგობრის რჩევა ძალიან დაგეხმარებათ.

ლომი

თავს მხნედ გრძნობთ, ენერგიით სავსე ხართ და მზად ხართ ყველაზე რთულ დავალებებს გაუმკლავდეთ. დაუფიქრებელმა ქცევამ და იმპულსურობამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ, ამიტომ ასჯერ გაზომეთ, სანამ ერთხელ გადაჭრით. დროა, საჭირო მკურნალობის დასაწყებად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ქალწულებისთვის. იზრდება ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. გირჩევთ საღამოს ბავშვები ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

სასწორი

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი სიტყვები ან მოქმედება არასწორად გაიგოს და კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ეცადეთ სათქმელი უფრო გასაგებად ჩამოაყალიბოთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას მოსალოდნელია ურთიერთობების სერიოზული გართულებები. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ საკუთარ ჯანმრთელობაზე და მიმდინარე საქმეებზე იზრუნოთ.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ უმჯობესია, რომ მნიშვნელოვანი საქმეები სადილამდე მოაგვაროთ. გირჩევთ საქმიანი მოლაპარაკებები რამდენიმე დღით გადადოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ხალისიანი და აქტიური ხარ და ყველა საქმეს ადვილად უმკლავდებით. შესაძლოა, ყველა ოჯახური საქმის საკუთარ თავზე აღება და ავადმყოფი ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ ვარჯიშს და ეცადეთ სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

თხის რქა

დღევანდელი საღამო თქვენს ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. სამსახურში შეიძლება კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას და ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სავარაუდოდ, ძველ საქმეებთან დაბრუნება მოგიწევთ, რომლებიც უკვე მოგვარებული გეგონათ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის თხის რქებისთვის.

მერწყული

ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რომ ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. პლანეტების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, ამიტომ მიმდინარე საქმეები თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. თუ მეგობრებთან გართობას გეგმავთ, სასურველია, რომ საყვარელი ადამიანი სახლში დატოვოთ.

თევზები

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის მშვიდობის დამყარების დროა, მოუბოდიშეთ ადამიანს, ვისაც გული ატკინეთ და ურთიერთობა გააგრძელეთ. გირჩევთ საღამოს ბავშვები ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×