რეზონანსი
09.06.2026

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ლუკა ჩხიკვიშვილი გარდაიცვალა - ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი აქვეყნებს. მოზარდმა ხელი მოიტეხა და ოპერაციის დროს გული გაუჩერდა.

დედამ, ნინო სიხარულიძემ რამდენიმე საათის წინ ოპერაციის შესახებ სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა.

"ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ყველას ვერ გწერთ ჩემო ძვირფასებო. მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი გვერდში დგომა ბევრს ნიშნავს ჩვენთვის"- დაწერა ნინო სიხარულიძემ.

დაახლოებით 3 საათის წინ კი დაწერა:

"ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×