რეზონანსი
09.06.2026

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ლუკა ჩხიკვიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი ავრცელებს.

"ჩემი მოსწავლე, ჩემი ლუკა ჩხიკვიშვილი, უფალს ებარებოდე შვილო…” - წერს სკოლის დირექტორი.

არსებული ინფორმაციით, ლუკამ ხელი მოიტეხა და ოპერაცია მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინა.

"ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაკეთებოდა. როგორც კი შეუყვანიათ ნარკოზი, გული გაუჩერდა”, - წერენ სოციალურ ქსელში ლუკას გარდაცვალებით შეძრწუნებული ადამიანები.

წყარო: "გურია ნიუსი” 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×