
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ამბობს, რომ მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ ანა ნასყიდაშვილის და დემეტრე ჩიქოვანის მიმართ სწორი გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლოს დასრულების შემდეგ, ანი ნასყიდაშვილის დედამ სასამართლოს დარბაზიდან ხმამაღალი საყვედური უთხრა ჩემს შვილს - გიხარიათ, რომ უდანაშაულო ბავშვი ციხეში გამოკეტეთ? - ამბობს ეკა კუპატაძე "პირველებთან".
მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ბრალდებულები არ თვლიან რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს და არც სინანულიის გრძნობა არ აქვთ.
"ახალგაზრდა მოსამართლემ დიახ, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და დამნაშავედ ცნო ანი ნასყიდაშვილიც და დემეტრე ჩიქოვანიც. სასამართლოს დასრულების შემდეგ, ანი ნასყიდაშვილის დედამ სასამართლოს დარბაზიდან ხმამაღალი საყვედური უთხრა ჩემს შვილს - გიხარიათ, რომ უდანაშაულო ბავშვი ციხეში გამოკეტეთ? მე ვიტყვი პატარა რამეს - ამათთვის, სავარაუდოდ, ეს დანაშაული მართლა არ არის დანაშაული. ეს არის ამათთვსი ყოველდღიურობა. ამათთვის ძალადობა არის ნორმა. ესენი არიან საზოგადოებისთვის იმაზე მეტად საშიშები, ვიდრე ჩვენ რომელიმეს წარმოგვიდგენია. როლები კარგად აქვს გადანაწილებული სიბაშვილს, სეფიაშვილს და ნასყიდაშვილის დედას. მათ იციან, რა დროს როგორ ზემოქმედება უნდა მოახდინონ ჩვენზე. ყველამ იცის, რომ მე სეფიაშვილი და სიბაშვილი საჩივარს მიმზადებს და უნდა მიჩივლოს ამ აგრესიული ტონისთვის და ერთი სული მაქვს, როდის შევხდები მათ თავიანთ სასამართლო პროცესზე.
გუშინ დაიწყეს ასეთი რამ, რომ წაბილწავენ გიგას საფლავს. ვერ შემაშინებთ, არ გავჩერდები მანამ, სანამ ყველა თავისი დანაშაულის საპირწონე პასუხს არ აგებს. მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ვთქვა - ვერ მოიფიქრებთ ევრაფერს, ვერ გამაჩერებთ ვერაფრით, ეკა კუპატაძე ცოცხლობს მხოლოდ გიგასთვის", - განუცხადა "ტვ პირველს" ეკა კუპატაძემ.