რეზონანსი
09.12.2025

აშშ ზეწოლას ახდენს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა  მალე დაითანხმოს ტერიტორიულ დათმობებზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში. Axios-ის ცნობით, ვაშინგტონი და კიევი ორი მთავარი თემის გარშემო აწარმოებენ რთულ მოლაპარაკებებს: რუსეთის მოთხოვნას მთელ დონბასზე და უკრაინის მოთხოვნას აშშ-სგან სერიოზულ უსაფრთხოების გარანტიებზე.

უკრაინელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ტრამპის მრჩევლების, სტივი უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის პუტინთან ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ამერიკული წინადადება „კიევისთვის უარესად ჟღერს“. მისი თქმით, ზელენსკისთან ორსაათიან საუბარში ისინი „ერთმნიშვნელოვან თანხმობას“ ითხოვდნენ.

ჩინოსნის თქმით, იქმნებოდა განცდა, თითქოს აშშ ცდილობდა დაერწმუნებინა უკრაინა, რომ რუსეთს მთელი დონბასის დაპყრობა უნდა და ზელენსკისგან სრული შეჯერება სურდათ.

მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, ტერიტორიებსა და უსაფრთხოების გარანტიებზე გარღვევას ჯერ არ მიუღწევიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×