რეზონანსი
07.12.2025

მათი ერთადერთი მიზანი [იყო] ჩვენს სამშობლოში სიტუაციის არევა, დაძაბვა, ხალხში შფოთის შეტანა და საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ იმ ანტაგონიზმის გამოწვევა, რაც საბოლოო ჯამში არაფორმალური მმართველობის, იგივე „დიფ სთეითის" მიზნების განხორციელებას შეუწყობდა ხელს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა BBC-ის ფილმზე საუბრისას.

„ყველაფერს ეცადნენ და ახლა ამ მდარე, ზღვარს ქვემოთ დაშვებულ კამპანიას მიმართეს. BBC-ის რეპორტაჟი წამლავდა ქართველ ხალხს, იმისთვის რომ მათ საკუთარი მიზნებისთვის გადაეხვიათ და „დიფ სთეითის" მიზნები შეესრულებინათ", - აღნიშნავს მათიკაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი", რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის" ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, ხოლო „ბრომობენზილ ციანიდი", იგივე „კამიტი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×