რეზონანსი
07.12.2025

დეკანოიძე ვარაუდობს, რომ შესაბამისი დოკუმენტების გამოკვლევის ნაცვლად, სუსი და შსს მტკიცებულებების განადგურებით შეიძლება იყვნენ დაკავებული.

მე ძალიან დიდი ხანია ვითხოვ მიღება-ჩაბარების აქტების გასაჯაროებას, იმიტომ, რომ ნებისმიერი სპეციალური საშუალება როდესაც გაიცემა ან შეიარაღების განყოფილებიდან, ან ზოგადად, ნებისმიერი დეპარტამენტიდან, ყველა პოლიციელზე არსებობს მიღება-ჩაბარეის აქტი, მითუმეტეს, როცა არის ასეთი მძიმე ქიმიური ნაერთები. ამიტომ, ეს დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო გასაჯაროებული და ახლა, როგორც ჩანს, სხვადასხვა მტკიცებულებების განადგურებით არის დაკავებული სუსი და შსს. აღმოჩნდა, რომ 5 დღეში დახურეს საქმე, რომელიც ძალიან ნიშანდობლივია, ამიტომ არავითარი სანდოობა ამ გამოძიებას არ აქვს და მეტსაც გეტყვით, უმძიმესია, ბიძინა ივანიშვილის ომის რეჟიმი ღიად და საჯაროდ ადასტურებს იმას, რომ მოწამლეს ადამიანები ქიმიური ნაერთით და არ გვეუბნებიან, რა ქიმიური ნაერთია, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×