რეზონანსი
07.12.2025

საიას ხელმძღვანელის შეფასებით, სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ციფრები ვერ ასახავს ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს, რადგან ისინი ითვალისწინებენ მხოლოდ სტაციონარში სასწრაფოს მიერ გადაყვანილ პაციენტებს. ამის შესახებ ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ადრე დოკუმენტირებული მონაცემები აჩვენებს, რომ საერთო რაოდენობა 54-ს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ გუშინდელი ოფიციალური მონაცემები არაზუსტია. 

ინტოქსიკაციის მასშტაბების გაზომვა იმ მონაცემებზე დაყრდნიბით, რაც გუშინ გაჟღერდა, არასრულია. სუს-ის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, სტაციონარულ დაწესებულებებში სამედიცინო ბრიგადების მიერ გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია დაუდგინდა 5-ს. საინტერესო დეტალია, რომ ამ მონაცემებში არ შედიან სამედიცინო დაწესებულებებში თვითდინებით მისული პაციენტები. ასეთი რამდენი პირია, ამ დროისათვის უცნობია. აქვე, ამონარიდი ჯანდაცვის პასუხიდან, რომელიც საიას თებერვალში გასცა. აქ საინტერესო დეტალი ისიცაა, რომ კლინიკებში გადაყვანილი დაზიანებული პირების საერთო რაოდენობაც 54-ზე ბევრად მეტი წერია, - წერს ქურდოვანიძე. 

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×