რეზონანსი
02.12.2025

ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველანაირი საშუალება მისცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერი, ჰქონოდა შემოსავალი. შესაბამისად ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მათ შორის ეკეთებინა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და მან ეს ყველაფერი გამოიყენა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც ეს საშუალება მას მისცა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „მტკვარ ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში ჩატარებულ პროცესთან დაკავშრებით საუბრისას განაცხადა.

წილოსანის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე რომელზეც ედავებიან გიორგი ბაჩიაშვილს ზუსტად ჯდება მთლიან სურათში.

„რა თქმა უნდა მე გამიჭირდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ვთქვა რაიმე დეტალი, არც მაქვს ამისი უფლება, თუმცა ჩემთვის ბაჩიაშვილის მორალური სახე ძალიან ნათელია. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველანაირი საშუალება მისცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი ძალიან მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერი, ჰქონოდა შემოსავალი. შესაბამისად ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მათ შორის, ეკეთებინა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და მან ეს ყველაფერი გამოიყენა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც ეს საშუალება მას მისცა. ამიტომ ის სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ბაჩიაშვილს ედავება, რომ მან უფლებამოსილება ან არასათანადოდ შეასრულა, ან ცუდადა გამოიყენა, მავნებლური მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, მთლიანად ამ სურათში ჯდება, თუმცა რა თქმა უნდა, ცალკე საქმეა. როგორც ვიცი უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა უკვე გადასული და ალბათ გაცილებით მეტ პასუხს გასცემს ვიდრე ჩემი კომენტარი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×