რეზონანსი
02.12.2025

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედება ეწინააღმდეგება „ლელოს“ პოლიტიკური ბრძოლის ფორმებს, თუმცა მისი პარტია „მოქალაქეებთან“ პოლიტიკურ ერთობას ინარჩუნებს.

მისივე თქმით, ALDE-ს წევრი არის „ლელო“, ხოლო ალეკო ელისაშვილს ALDE-სთან არანაირი შეხება არ აქვს.

„ალეკო ელისაშვილის, როგორც ერთი ადამიანის ქმედება, რომელიც არის ერთია ადამიანის თავგანწირული, უკიდურესი და კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ჩვენთვის, ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ფორმებისთვის არის მიუღებელი, თუმცა ადამიანური თანადგომა ალეკო ელისაშვილს, როგორც ჩვენს თანამებრძოლს, აქვს. მისი პარტია „მოქალაქეები“ და ჩვენი პარტია „ლელო“ ვრჩებით პოლიტიკურ ერთობაში. ჩვენ ვართ ALDE-ს წევრი, ალეკო ელისაშვილს არანაირი შეხება ALDE-სთან არ აქვს“, - აცხადებს გიორგი სიორიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×