რეზონანსი
02.12.2025

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან, მოსკოვის დროით დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყება და კრემლში გაიმართება. მან ასევე დაადასტურა, რომ უიტკოფთან ერთად რუსეთის პრეზიდენტთან ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, ჩამოვა, რის შესახებაც ადრე არაერთი მედიასაშუალება წერდა.

პესკოვის თქმით, ამერიკულ დელეგაციაში თარჯიმნების გარდა სხვას არავინ იქნება. მოსკოვში უიტკოფის წინა ვიზიტების შემდეგ, მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ პუტინთან მარტო ჩამოდიოდა და კრემლის თარჯიმნის დახმარებას ეყრდნობოდა. კითხვაზე, თუ რა დრო არის გამოყოფილი შეხვედრისთვის, პესკოვმა უპასუხა: „რამდენიც საჭირო იქნება“.

რუსული სააგენტოები ასევე იტყობინებიან, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ადრე უიტკოფი დაფრინავდა, მაიამიდან მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოში“ უკვე დაეშვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×