რეზონანსი
02.12.2025

ალეკო ელისაშვილი არის ინდივიდუალური გამოვლინების აქტი იმ რადიკალიზმის, რომელსაც კრებსითად, თუ მუდმივად ვხედავთ როგორც „ლელოს“, ასევე მათი მფარველი საერთაშორისო დედაპარტიების, იგივე „ალდეს“ შემთხვევაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ალეკო ელისაშვილის ქმედებას. მისი თქმით, შიდა და გარე მფარველების წიაღში გამოიზარდა ალეკო ელისაშვილის ექსტრემიზმი.

„ალეკო ელისაშვილი არის ინდივიდუალური გამოვლინების აქტი იმ რადიკალიზმის, რომელსაც კრებსითად, თუ მუდმივად ვხედავთ როგორც „ლელოს“, ასევე მათი მფარველი საერთაშორისო დედაპარტიების, იგივე „ალდეს“ შემთხვევაში. ეს პარტიები როგორც შიდა, ასევე გარე მფარველები, მუდმივად ახალისებდნენ და მხარს უჭერდნენ რადიკალიზმს, ამიტომ მათ წიაღში გამოიზარდა ალეკო ელისაშვილის ექსტრემიზმი. შეაჩერეს ეს ტერორისტული აქტი და ახლა ყველა გვერდზე გადგა, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ვერ გაბედავენ და არც აქვთ სურვილი, რომ გაემიჯნონ ამ ტერორისტულ აქტს და თავისი სიტყვა თქვან ამ ყველაფრის შეფასებაში“, - აღნიშნა წილოსანმა.

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ედება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. პროკურატურამ ალეკო ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×