რეზონანსი
02.12.2025

11-კლასიან სწავლებაზე ჩვენ გადავალთ 2027-2028 სასწავლო წლიდან. დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში,- ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვისაც სურვილი ექნება მეთორმეტე კლასშიც ისწავლოს, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ, შემდეგ კი იმის მიხედვით თუ რამდენი დარეგისტრირდება, კონკრეტულ საშუალო სკოლებში მეთორმეტე კლასს გახსნიან.

„11-კლასიან სწავლებაზე ჩვენ გადავალთ 2027-2028 სასწავლო წლიდან. დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში. ასევე, როგორც მოგახსენეთ, იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი ექნებათ მეთორმეტე კლასშიც ისწავლოს, შესაბამისად ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ. იმის მიხედვით თუ რამდენი დარეგისტრირდება, შესაბამის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, კონკრეტულ საშუალო სკოლებში გავხსნით მეთორმეტე კლასს. ახალგაზრდებს მივცემთ საშუალებას აიღონ როგორც მეთერთმეტე, ისე მეთორმეტე კლასის ატესტატი”,- აღნიშნა მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×