რეზონანსი
12.11.2025

ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა, პირადად მისთვის არის მნიშვნელოვანი.

ზერეკიძე მადლობას უხდის ხელისუფლების წარმომადგენლებს აღდგენილი სამართლიანობისთვის.

„სააკაშვილის ციხეში გადაყვანა პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესია! მართალია ოცნების ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა ეგ მანიაკი მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში! მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აღდგენილი სამართლიანობისთვის!“- წერს ზერეკიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×