
“საღი აზრი დაბრუნდა თეთრ სახლში და დაბრუნდა პენტაგონშიც. საღი აზრი ნიშნავს, ომისუნარიანობის, როგორც სენატორმა ახსენა, წვრთნის, დისციპლინის, ანგარიშვალდებულებისა და მზადყოფნის წინა პლანზე დაყენებას- ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ ომის დეპარტამენტში“- ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.
მისი განმარტებით, აღარ იქნება იდენტობის თვეები, DEI-ს ოფისები და კაბებში ჩაცმული კაცები.
"ეს ნიშნავს, რომ აღარ იქნება სოციალური სამართლიანობა, აღარ იქნება პოლიტკორექტულობა, აღარ იქნება ტოქსიკური იდეოლოგიური ნაგავი, რომელმაც დააინფიცირა დეპარტამენტი. როგორც ადრე ვთქვი. მაგრამ გავიმეორებთ და ვიმეორებთ, რადგან, კარგი ძველი ტელეწამყვანივით, იცით, რომ ამის რეალურად გააზრებას გარკვეული დრო სჭირდება. აღარ იქნება იდენტობის თვეები. აღარ იქნება DEI-ს ოფისები, აღარ იქნებიან კაბებში ჩაცმული კაცები. აღარ იქნება კლიმატის ცვლილება. ეს რეალურად არსებობდა. აღარ იქნება კლიმატის ცვლილებისადმი თაყვანისცემა. აღარ იქნება განხეთქილება. აღარ იქნება დელუზიები, გენდერული დელუზიები ან კვოტები. აღარ იქნება ყურადღების გაფანტვა, როგორც გენერალური შტაბის თავმჯდომარე ამბობს- პიტ, შენ ასუფთავებ ნარჩენებს. სწორედ ეს არის ის, რაც არის. ჩვენ ვასუფთავებთ გზას სერჟანტების და ოფიცრებისთვის ყველა ნარჩენისგან და დაბრკოლებისგან", - განაცხადა თავდაცვის მდივანმა.