
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლებიც პარტიის შესაძლო აკრძალვის საპასუხოდ ამბობენ, რომ მათ ვერავინ აკრძალავს, რადგან “ნაცობა” პარტიული კუთვნილება კი არა, “იდეა” არის.
მისივე შეფასებით, სწორედ ამ ბოროტ „იდეას“ უთხრა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უარი 2012 წელს და მას შემდეგ არასოდეს გასჩენია სურვილი მისი რეანიმირების.
„შესაძლო აკრძალვის საპასუხოდ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვერ აგვკრძალავენ, რადგანაც "ნაცობა" პარტიული კუთნილება კი არა, "იდეა" არისო.
დიახ, "ნაცობა" ნამდვილად არის იდეა ქვეყნის უცხო ინტერესებზე გაყიდვის, ხალხის ფეხქვეშ გაგდების, ყველაფერ ეროვნულთან ბრძოლის და კიდევ ბევრი ცუდი რამის.
სწორედ მათ ამ ბოროტ "იდეას" უთხრა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უარი 2012 წელს, და მას შემდეგ არასოდეს გასჩენია სურვილი ამ "იდეის" რეანიმირების. ან კი რატომ უნდა გასჩენოდა?!“ - წერს ანჯაფარიძე.