
კაბინეტებში დადიან და ევრობიუროკრატებს ეხვეწებიან, ცდილობენ დაარწმუნონ, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენს მოსახლოებას შეუჩერდეს, რადგან ეს გამოიწვევს ისეთ მღელვარებას, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევრობიუროკრატიებს, რომლებიც მთლიანად იმართებიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მხრიდან, იგივე „დიფ სთეითის“ მხრიდან, სურთ, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ თავისი აგენტებით საქართველოში, იქედან გამომდინარე რომ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს მათ დავალებებს.
ყველამ ვიცით მათი ხასიათი, ვიცით მათი ზრახვები. იმისათვის, რომ ძალაუფლება მოიპოვონ, მათ ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ. დადიან კაბინეტებში და ევრობიუროკრატებს ეხვეწებიან და ცდილობენ დაარწმუნონ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ეს გამოიწვევს ისეთ მღელვარებას, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ბრიუსელში დაჟინებით ითხოვს - რადიკალური ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და ბრიუსელში მაღალჩინოსნებს არწმუნებს, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს.