რეზონანსი
10.11.2025

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულია, საავადმყოფოში მოხვდა. მან რამდენიმე დღის წინ კისრის ტრავმა მიიღო, რის გამოც ფიზიოთერაპიაზე დადის. საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არუნ ხათრი სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი გამოჯანმრთელების მე-13 დღე. თქვენი ყოველი ლოცვა, თბილი სიტყვა და შეტყობინება ძალას მაძლევს ყოველდღე ოდნავ უფრო ძლიერად გავხდე. ტკივილი სხეულს ცდის, მაგრამ სიყვარული და ლოცვა სულს კურნავს. მადლობა ყველას, რომ ამ გზაზე ჩემთან ერთად ხართ“, - წერს არუნ ხათრი.

ინდოელის მეუღლე ქართველია და წყვილს სამი შვილი ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×