რეზონანსი
02.11.2025

დიდი ბრიტანეთის პოლიცია მატარებელში მომხდარ დანით თავდასხმას ტერორიზმის შემთხვევად არ განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის ოფიცერზე, ჯონ ლავლესზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის ოფიცრის, ჯონ ლავლესის ცნობით, კემბრიჯშირში, მატარებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული 10 ადამიანიდან, ორის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„თავდაპირველად, გამოძიება კონტრტერორისტულ სამსახურთან ერთად მიმდინარეობდა. თუმცა, ამ ეტაპზე არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტერორისტული ინციდენტია", - აღნიშნა ლავლესმა პრესკონფერენციაზე.

ასევე, ლავლესის განცხადებით, პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა, 32 წლის შავკანიანი ბრიტანეთის მოქალაქე და 36 წლის კარიბული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×