რეზონანსი
02.11.2025

ნიგერია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით აშშ-ის დახმარებას მიესალმება, - ამის შესახებ ნიგერიის პრეზიდენტის, ბოლა ტინუბუს პრესსპიკერმა, დანიელ ბვალამ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს ნიგერიაში „ქრისტიანების მკვლელობის" გამო სამხედრო მოქმედების მომზადება დაავალა.

„ჩვენ მივესალმებით აშშ-ის დახმარებას, იმ პირობით, თუ ის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ლიდერები შეხვდებიან, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას უკეთესი შედეგები ექნება", - განაცხადა დანიელ ბვალამ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „თუ ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობის დაშვებას გააგრძელებს, მაშინ აშშ ნიგერიის დახმარებას დაუყოვნებლივ შეაჩერებს".

„ომის დეპარტამენტს ვავალებ, რომ მოემზადოს შესაძლო მოქმედებისთვის. თუ ჩვენ შეტევას განვახორციელებთ, ეს სწრაფი და სასტიკი იქნება. ნიგერიის მთავრობამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×