რეზონანსი
02.11.2025

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 2 ძაღლი. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„პროკურატურამ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ყვარელში 31 ოქტომბერს და 01 ნოემბერს ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 2 ძაღლი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია - 2 ეპიზოდი), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×