რეზონანსი
02.11.2025

ნონა გაფრინდაშვილმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლეგენდარული მოჭადრაკე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

„ნებისმიერ ტურნირში ჩემი მიზანი გამარჯვებაა, სამწუხაროდ ამჯერად მხოლოდ ბრინჯაოს დავჯერდი.. მოგეხსენებათ 4 თვის წინ უმძიმესი დაზიანება მივიღე, დავეცი და სახეზე ოპერაცია და 3-თვიანი რეაბილიტაცია დამჭირდა,

უფლის წყალობით და ექიმების დახმარებით ფეხზე დავდექი და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვედი, ზაფხულში ამაზე არც კი ვიოცნებებდი.

მადლობა ყველა გულშემატკივარს, თქვენს თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი და მომიტევეთ თუ იმედები გაგიცრუეთ... ამის გამოსწორებას მომავალ წელს ჩემს იუბილეზე შევეცდები.

გულითადი მოკითხვა ყველას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სიყვარულისთვის! დავბრუნდი ჩემს სამყაროში, ჭადრაკი ხომ არსია ჩემი ცხოვრებისა“, - წერს გაფრინდაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×