რეზონანსი
02.11.2025

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ “შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი კარგი”.

ის ასევე ამბობს, რომ შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ადმირალ დონგ ჯუნთან და აღნიშნა, რომ “მშვიდობა, სტაბილურობა და კარგი ურთიერთობები ჩვენი ორი დიდი და ძლიერი ქვეყნისთვის საუკეთესო გზაა”.

“პრეზიდენტ ტრამპისა და თავმჯდომარე სი ძინპინის ისტორიული შეხვედრის შემდეგ, ასევე პოზიტიური შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, ჩინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ადმირალ დონგ ჯუნთან, მალაიზიაში.

ადმირალი და მე ვეთანხმებით, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და კარგი ურთიერთობები ჩვენი ორი დიდი და ძლიერი ქვეყნისთვის საუკეთესო გზაა.

ადმირალ დონგთან ერთად ასევე შევთანხმდით, რომ უნდა შევქმნათ სამხედრო არხები კონფლიქტების დეესკალაციისა და ნებისმიერი წარმოშობილი პრობლემის დეესკალაციის მიზნით.

ამ საკითხზე მალე კიდევ ბევრი შეხვედრა გვექნება. ღმერთმა დალოცოს როგორც ჩინეთი, ასევე აშშ!”- წერს თავდაცვის მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×