რეზონანსი
05.08.2025

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის განახლებულ პროგნოზის შესახებ წერს. 

„აგვისტოს პირველი კვირა საქართველოში არასტაბილური იქნება, დასავლეთში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან პერიოდულად ხანმოკლე წვიმა იქნება და ძირითადად მოღრუბლული ამინდი.

ტემპერატურა +40 გრადუსი აღარ დაფიქსირდება, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ მნიშვნელოვნად აგრილდება. მაღალი ტენიანობის და პერიოდულად მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმის გავლენით, სანაპიროზე სიცხე უფრო შემაწუხებელი იქნება ვიდრე სასიამოვნო“,- წერს კობა ფარტენაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×