
14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა გოგონას, მეგი ჯაიანის და ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს და ტექსტს აზიარებს:
„მეგიკუნაა..
დღე 50- უშენობის..
დღე 50- ტკივილიანი..
დღე 50- რემლიანი..
დღე 50- ჩემი სულის ნაწილი რაც გაიყოლე და მე აქ სუნთქვა მიჭირს..
დღე 50- მიჭირს აზრებს თავი მოვუყარო..
მე ყველანაირად ვეცადე, ყველაფერი საუკეთესოდ გამეკეთებინა შენთვის, უფრო მეტსაც იმსახურებ შენ. ვუყურებ ცარიელ ოთახს, უსიცოცხლოს, სადაც სამის მაგივრად ვართ ორი, საიდანაც ისმოდა სიცილი, ახლა მხოლოდ ცრემლიან სახეებს ვხედავ.. აღარც დედიკო აღარ შემოდის და არ გვეჭორავება, აღარც მამიკო აღარ შემოდის და არ გვეძახის ჩემი სამი პრინცესაო.. თვალებს ვხუჭავ და ჩემს წინ ცოცხლდება ჩვენი მთელი ბავშვობაა..კვლავ თვალებს ვხუჭავ და ღმერთს ვთხოვ, ნეტავ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს, ნეტააავვვ… მენატრება ჩვენი უდარდელი ბავშვობა, მენატრება ჩვენი ტრიო და მენატრები შენ.
დღეს მწარე რეალობის წინაშე მოგვიწია ყოფნა.. ძალიან მეშინოდა ამ დღის. ძალიან არ მინდოდა ასე, ცივ ქვაზე შენი ულამაზესი სახის ნახვა მეგი. შენი ღიმილი, შენი თვალები, შენი წარბები. ისე მომნატრებიხაააარრრ. ის ტკივილი ვიგრძენი, ისევ ის ტკივილი განმიახლდა რაც 14 ივნისს. ძალიან არ მინდა არც იმ დღის გახსენება და არც რეალობაზე თვალის გასწორება.
აღარ მინდა უშენოდ, ძალიან მიჭირს და ძალიან რთულია მეგიკუნა. ნეტა რამით შემეძლოს შენი დაბრუნება, დაუფიქრებლად გავწირავდი საკუთარ თავსსაც კი, მაგრამ ისევ შენს მოლოდინში გადის დრო და გეძებ ყველგან..
მეგიკუნა, რა დრო უნდა გავიდეს რომ უშენობამ არ ამოხეთქოს, შენზე წამით გაფიქრებაც კი საკმარისია რომ გული აჩქარდეს და სევდიანი თვალები, ცრემლით აივსოს. 2025 წლის ზაფხული, 14 ივნისი შავ ლაქად დარჩება ჩეემს ცხოვრებაში. არ მიეცემა დავიწყებას არასდროს, რადგან ზაფხული რომელიც ბედნიერი და ხალისიანი უნდა ყოფილიყო, ახლა დაკარგა ყველა ის სიხალისე და შავ ფერმა მოიცვა. იცოდე, ჩემთვის აწი აღარ გაგრძელდება ისევ იმ ხალისით აქ ყოფნა, როგორც შენამდე. არც იმ სიხარულით და არც იმ ბედნიერი დღეებით. იმედია მალე შევხვდებით ჩემო ანგელოზო…“, – წერს ნაზი ჯაიანი.
14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე