
თბილისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი სკუტერის მძღოლი ბესო თოდუაა. ავარია, 2 აგვისტოს ცინცაძის ქუჩაზე მოხდა - ერთმანეთს ავტომობილი და მოპედი დაეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
"ჩემო სიმპატიურო, ყველანაირად გამორჩეულო ბიჭო, ეს რა უბედურების მომსწრე გაგვხადე. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ შენისთანა საოცარი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან... დატოვე გაუბედურებული მშობლები... შენი ლამაზი ოჯახი... შენი მეუღლის გაფერმკრთალებული თვალები... რომელიც გეძებს და გონს ვერ მოსულა... დილას ოჯახისთვის მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარი გაგაცილა და საღამოს შენი უსიცოცხლო აკინძული სხეული მოუყვანეს სახლში... უფალმა გააძლიეროს და გააზრდევინოს შენი დანატოვარი... როგორც შენ გაგიხარდებოდა ისე, რათა შენმა სულმა სულმა სიმშვიდე პოვოს...
არ ვიცი რა ვთქვა... როგორ არ მინდა შენზე უკვე წარსულში საუბარი ბესო. გულკეთილო და უბოროტო ადამიანო...
ცოტა სხვის სიცოცხლეზე რომ ვიფიქროთ, ამისათვის საჭიროა, ნელა მოძრაობა. სხვა არ გაგიფრთხილდა ბესო!" - წერენ დაღუპულის ახლობლები სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე