
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საქართველოში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში „ტროპიკული ღამეები“ ფიქსირდება:
„ბოლო დღეებია მთელს ქვეყანაში ძალიან ცხელა, რაც იყო მოსალოდნელი და გამოწვეულია სიცხის ტალღების ინტენსიური გადმონაცვლებით.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ფიქსირდება ტროპიკული ღამეები. ტერმინი „ტროპიკული ღამეები“ ნიშნავს - როდესაც მინიმუმ სამი ღამის განმავლობაში, მინიმალური ტემპერატურა 23°C-ზე დაბლა არ ეცემა. ეს არის ფენომენი, რომელიც დაკავშირებულია: დღის მაღალ ტემპერატურასთან, რომელსაც ღამით გაგრილების დრო არ აქვს, მაღალ ტენიანობასთან და ქარის არარსებობასთან, რაც ზღუდავს ღამის გაგრილებას.
გისურვებთ ამ ცხელი დღეების გრილად გადატანას და აქვე გეტყვით, რომ ტემპერატურა ზაფხულის შუა პერიოდში +41 გრადუსამდე არის ნორმა, არანორმალურია მხოლოდ ის, რომ ეს ყველაფერი გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, აგრილების გარეშე“, - წერს მეტეოროლოგი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე