
საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ნიჭიერი ისტორიკოსის, თაზო გოგოლაძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამწუხარო შემთხვევას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლებიც ეხმაურებიან.
„თაზო, ეს რა ცუდი დღე გათენდა!... როგორი თავზარდამცემი ამბავი დაგვატყდა! თვალებს ვერ დავუჯერე წეღან შენ შესახებ სამძიმრის პოსტი რომ წავიკითხე!
რამდენი პროექტი, ვერ დასრულებული მიზანი და სურვილი გაიყინა წამში!...
განუზომელია ყველა იმ ადამიანის გულის წუხილი ვინც პირადად იცნობდა თაზოს ან ერთხელ მაინც ჰქონია მასთან საქმიანი თუ უბრალო შემხება.
განსაკუთრებით გვემახსოვრები და მოგვენატრები მესხებ!...“ - წერენ სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე