რეზონანსი
24.07.2025

პარ­ტია "ხალ­ხის­თვის" ლი­დე­რი ანა დო­ლი­ძე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ყო­ფილ დი­რექ­ტორს, ნაცმოძრაობის მხურვალე მხარდამჭერ გია ჭან­ტუ­რი­ას პასუხობს და და შე­სა­ბა­მის მიმართვას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

"შენ არ ხარ გოჭი. შენ ხარ ინ­ტერ­ნეტ ლომი, რო­მე­ლიც მა­შინ რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე უნდა იყოს და იცავ­დეს სამ­შობ­ლოს და პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს, კომ­პი­უ­ტერ­თან ზის კონ­დი­ცი­რე­ბის ქვეშ და ჩემ­ზე პოს­ტავს.

რა ვქნათ, შენ ხარ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ძმა­კა­ცი, რო­მელ­საც კა­მათ­ში გა­ჯო­ბე ერთხელ ეთერ­ში და ეგ ვერ მო­ი­ნე­ლე.

კე­დე­ლიც და­კე­ტი­ლი გაქვს, ჭეშ­მა­რი­ტი ვაჟ­კა­ცი­ვით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცუ­რი ეგოს გამო მა­ინც არ ღირს სა­სა­მარ­თლო კლა­ნის პრო­პა­გან­დის გა­მე­ო­რე­ბა. პირ­და­პირ შალ­ვას ხა­ზია ეგ", - დაწერა ანა დო­ლი­ძემ.

მა­ნამ­დე კი გია ჭან­ტუ­რიამ ანა დო­ლი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ტექსტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და:

"ვი­საც ვა­პა­ტი­ეთ მარ­თლა და­ნა­შა­უ­ლი, სწო­რედ იმათ არ გვა­პა­ტი­ეს არა­ფე­რი, მე­ტიც, ჩათ­ვა­ლეს, რომ დაგ­ვა­ვი­წყდა, აღარ გვახ­სოვს, ან უბ­რა­ლოდ სუ­ლე­ლე­ბი ვართ, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა ით­ქვას!

აი, გო­ჭის პო­ზი­ცი­ი­დან უნდა დავ­წე­რო:

ანა დო­ლი­ძე 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ თა­ნამ­შრომ­ლობ­და რუ­სულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან — “Russian Justice Initiative”, რო­მე­ლიც ევ­რო­კონ­ვენ­ცი­ის დარ­ღვე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ზა­დებ­და სარ­ჩე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ. ეს სარ­ჩე­ლე­ბი ეხე­ბო­და სამ­ხრეთ ოსეთ­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ღუპ­ვას, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და იმ დრო­ინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი პო­ზი­ცი­ის ინ­ტე­რე­სებს. იგი იუ­რი­დი­უ­ლი კონ­სულ­ტან­ტი იყო ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ შე­ი­ტა­ნა სარ­ჩე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში (ECHR), მათ შო­რის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლია რო­გორც:"Sipols v. Georgia“, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ცხინ­ვა­ლის და­ბომბვი­სას გარ­დაც­ვლი­ლებს.ოც­ნე­ბამ ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­დაც კი გა­ამ­წე­სა! ჩვენ მისი პო­ზი­ცი­ის შეც­ვლა, მის კა­თარ­სი­სად აღ­ვიქ­ვით, ვა­პა­ტი­ეთ, ვენ­დეთ, მო­უთ­მი­ნეთ ამის მერე ისევ რე­ჟიმს, რომ გვე­ძახ­და, ეხლა უკვე გო­ჭებს. ამი­ტომ, ით­ქვას ყვე­ლა­ფე­რი!" - წერს გია ჭან­ტუ­რია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×