რეზონანსი
23.07.2025

„თეა წულუკიანი იმაზე კი არა დავობს, რომ მამამისს დახვრეტა არავისთვის მიუსჯია, ის მედავება რაოდენობაზე, ანუ რამდენს მიუსაჯა დახვრეტა”- განაცხადა გადაცემა „რეაქციაში” ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თეა წულუკიანმა უჩივლა.

„ახლა ნახეთ, რა ხდება,19 97 წელს სიკვდილით დასჯა გაუქმდა, შესაბამისად, ვიღაცები, ვისაც ბატონმა ავთომ სიკვდილი მიუსაჯა, გადარჩნენ; ანუ ამ რამდენიმე ადამიანზე მედავება. 2 ადამიანი ვიცით, ვისაც მიუსაჯეს, მაგრამ გაუქმების შემდეგ გადარჩნენ, წულუკიანი დავობს, რომ ეს ხალხი ცოცხალიაო. წულუკიანი იმას კი არა ამბობს, მამაჩემი არავის უსჯიდა სიკვდილსო, რაოდენობაზე მედავება. კანონის გაუქმების გამო გადარჩენილ ადამიანებზე მედავება“, - თქვა მან. 

ყოფილი კულტურისა და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის. მასთან ერთად ჟურნალისტის წინააღმდეგ მოსარჩელეები არიან წულუკიანის დედა, ძმა და ძმიშვილი.

წულუკიანის თქმით, საუბარია ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, “20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი”, “ქართული ოცნების” ლიდერი წერს, რომ ამ ოცი პირიდან 15 დღესაც ცოცხალია და აღნიშნული ცილისწამებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×