რეზონანსი
13.08.2023

ლევილის ისტორიულ მამულში შოვში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად საგალობლები შესრულდა. საქართველოს კამერულმა გუნდმა სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით საეკლესიო საგალობლებით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. ამასთან, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი „მატარებელი" წარმოადგინა.

ღონისძიებას ქართველი ემიგრანტები, ფრანგი და სხვა უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×