რეზონანსი
13.08.2023

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ ჩავიდა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიზეზი, რის გამოც ტრაგედიის დღიდან ის შოვში არ იმყოფებოდა, მამის ავადმყოფობაა.

„გუშინ ჩამოვფრინდი, მაგრამ მგონი ყველამ კარგად იცის, სადაც ვიყავი. სამწუხაროდ, თითოეული ნაბიჯი, სადაც მივდივარ, ყველაფერი იციან და რატომღაც სად ვიყავი, ეს ვერ გაიგეს. თურქეთში ვიყავი, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. ახლაც იქ არის, ძალიან მძიმედ არის. ყველამ ყველაფერი იცოდა სამწუხაროდ, მაგრამ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან. არ შეიძლება ასეთი რაღაცები. იგივე, რაც კალაძის ოჯახზე გააკეთეს. ეს არის უკაცრავად და სიბინძურე. ეს პოლიტიკა აღარ არის. იგივე გააკეთეს ჩემზე, ვითომ ვისვენებ მე და არ ჩამოვედი. ისე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა, როგორც მე დავისვენე", - განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×